Naftogaz Ukrainy-ის გამგეობის თავმჯდომარემ ოლექსი ჩერნიშევმა განაცხადა, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის წარმოების "უკრასდობიჩის" მასიური დაბომბვა დაიწყო.
მისი თქმით, რამდენიმე ობიექტი განადგურდა, სხვები კი სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა.
ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი ხანძარი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა ჩააქრო.
დაზიანებულ ობიექტებში "უკრგასდობიჩის" სპეციალისტები მივიდნენ და შეაფასეს თავდასხმის შედეგები და მასშტაბები, ასევე დაადგინეს ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, თქვა ჩერნიშევმა.
გამთენიისას რუსული რაკეტები ჩამოვარდნა ოდესისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში.
ოდესის გუბერნატორი, მაქსიმ მარჩენო ამბობს, რომ ოლქში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაიბომბა. მან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ დნიპროპეტროვსკში რაკეტები 2 ობიექტს მოხვდა.
უკრაინული მედიები წერდნენ, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. საჰაერო განგაში კი ჩართული იყო უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ანექსირებული ყირიმის გარდა.